ურბან კოფი როსტერსი


ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ყავის მოყვარულებში ამ პროდუქტის ხარისხზე, საგემოვნო თვისებებზე და მომზადების თავისებულებებზე მეტი ინფორმაციის გავრცელებას და ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალი მოხალული „სფეშალთი“ ყავა ქართულ ბაზარზე. 

 

ნედლეულად გამოიყენება მხოლოდ “Specialty” არაბიკას მწვანე ყავის მარცვლები რომლებსაც ვარჩევთ მსოფლიოს საუკეთესო პლანტაციებიდან. 

 

ჩვენთან მწვანე ყავა იხალება მცირე პორციებად, მოხალვის წესის სპეციალური შერჩევით ინდივიდუალური მომხმარებლის გემოვნების მიხედვით. ურბან კოფი როსტერსი არის პირველი ყავის საწარმო საქართველოში, სადაც ყავის მარცვლები იხალება კონკრეტულად თქვენი ინდივიდუალური შეკვეთის მიხედვით და პირადად თქვენთვის.

 

ჩვენთან ყავა მუდმივად ახალი მოხალულია, რადგან მოხალვის შემდეგ ყავა პირვანდელი სახით საგემოვნო-არომატულ თვისებებს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს.