წესები და პირობები


შპს „ურბან ქოფი როსტერს“-ის ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენისას მოქმედებს შემდეგი წესები და პირობები:

პროდუქციის მიწოდება ხდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით. ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება უფასოდ. შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება მომდევნო სამუშაო დღეს.

ონლაინ მაღაზიაში შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გადახდით საქართველოში რეგისტრირებული ბანკების მიერ გაცემული Visa, Mastercard და American Express ბარათებით.

გადახდა ხორციელდება სს „საქართველოს ბანკის“ გვერდზე და ბარათის მონაცემები არ ივსება ონლაინ მაღაზიის გვერდზე.

გადახდის განხორციელების დასრულებისას თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეკვეთის დასტურს.

მიწოდებისას შეფერხების თავიდან ასაცილებლად შეკვეთის განხორციელებისას გთხოვთ სწორად მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მაქსიმალურად დეტალურად მიუთითოთ მიწოდების ადგილის მისამართი.

საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიწოდების ადგილის შესახებ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად.

ყავის შეძენისას პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომით მიწოდებული იქნება კლიენტის მიერ შეკვეთილი პროდუქტისგან განსხვავებული სახეობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიწოდებული პროდუქცია იქნება გაუხსნელ მდგომარეობაში.

ტექნიკის ან აქსესუარების შეძენისას პროდუქცია ექვემდებარება გაცვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას მიწოდებისას გააჩნია ქარხნული წუნი (გარდა მექანიკურად მიყენებული დაზიანებისა)

დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ შეძენილი ტექნიკა ან აქსესუარები და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას მიწოდებისას გააჩნია ქარხნული წუნი (გარდა მექანიკურად მიყენებული დაზიანებისა). ამ შემთხვევაში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ მიწოდებიდან 3 დღის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში მყიდველის მიერ აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.